მოიძებნა: 9
საინჟინრო ტექნიკური კუთხე
საინჟინრო ტექნიკური კუთხე თავისუფალი სივრცეა ტექნიკითა და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის - ადგილი, სადაც სხვადასხვა წრის მოსწავლეები ერთიანდებიან, მუშაობენ პროექტებზე და უზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას.
საინჟინრო გრაფიკა (ხაზვა)
სააბიტურიენტო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ხაზვის გამოცდისთვის ემზადება.
კომპიუტერული გრაფიკა
კომპიუტერული გრაფიკის წრეში მოსწავლეები ეუფლებიან გრაფიკულ და საინჟინრო პროგრამებში მუშაობის პრინციპებს: ინტერფეისების მართვას, ძირითად ინსტრუმენტთა პანელებს, ინსტრუმენტების გამოყენების ტექნიკასა და ფილტრებთან მუშაობას.
არქიტექტურის წრე
არქიტექტურის წრეზე მოსწავლეები ეცნობიან არქიტექტორის პროფესიასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას: როგორ სრულდება არქიტექტურული პროექტები და მათი შესაბამისი ნახაზები. ისინი სწავლობენ არქიტექტურული კომპოზიციისა და პროექტის შექმნას, კლაუზურის მომზადებას, მაკეტის დამზადებას, ეცნობიან არქიტექტურის ისტორიას, მის მიმართულებებსა და ცნობილი არქიტექტორების ნაშრომებს.
საინჟინრო გრაფიკა
საინჟინრო გრაფიკა (ხაზვა) საინჟინრო გრაფიკის წრეზე მოსწავლეები ეუფლებიან ნახაზის შექმნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. სწავლობენ ნახაზის კითხვას, შედგენას, ბრტყელი და სივრცითი ფორმების გონებრივი ხატების შექმნასა და მათზე ოპერირებას.
ავიამოდელირება
ავიამოდელირების წრეზე მოსწავლეები ეუფლებიან საავიაციო და ტექნიკურ საშუალებებს. ეცნობიან სპორტულ ავიამოდელებსა და მათ კლასიფიკაციას, სწავლობენ კონსტრუირებასა და მოდელის დამზადებას. წრის წევრები ინდივიდუალურ მოდელებზე მუშაობენ და თითოეულ ელემენტს საკუთარი ხელით ამზადებენ.
რობოტიკა და კოდირება
რობოტიკისა და კოდირების წრეზე მოსწავლეები ეუფლებიან რობოტიკისა და პროგრამირების საფუძვლებს, ელექტრონიკის საბაზისო საკითხებსა და პროგრამის შედგენას.
ხის ნაკეთობების დამზადება
ხის ნაკეთობების დამზადების წრეზე მოსწავლეები ეუფლებიან ხის მასალისგან სხვადასხვა ნაკეთობისა და აქსესუარის დამზადებას, გაფორმებას, დაზგა-დანადგარებისა და სამუშაო იარაღების მოხმარებას.
რადიოლექტრონიკა
რადიოელექტრონიკის წრეზე მოსწავლეები ეუფლებიან ელექტრონიკის საფუძვლებს: ელექტრომოწყობილობათა კონსტრუირებას, რჩილვას, ელექტროსქემის აწყობასა და ელექტროლაბორატორიულ რეგულირებას.