logo

გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი

გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი

Overview

გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, ეროვნულ სასახლეში, 2019 წელს დაარსდა, კომპოზიტორ მიკა მდინარაძისა და დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის მიერ . თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.

ორკესტრის მთავარი მიზანია, ახალგაზრდა მუსიკოსებს განუვითაროს შემოქმედებითი ტალანტი და შესძინოს  მათ ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა მაღალი რანგის პროფესიული ორკესტრის მუსიკოსად ჩამოყალიბებისთვის.

თაო- ითანამშრომლა ისეთ დირიჟორებთან და სოლისტებთან, როგორებიც არიან: ვახტანგ კახიძე, გოგი ჭიჭინაძე, გოგი ბაბუაძე, ანდრეი ბორეიკო, კლაუდიო ვანდელი, ფუად იბრაჰიმოვი, ანა მერედითი, კორნილიოს მიჰაილიდისი, დიანა იმერი-ილკოსკა, პაავო იარვი, სტათის კარაპანოსი, ანასტასია კობეკინა, პოლინა ოსეტინსკაია, თამარ ლიჩელი, ლუკა ოქროსი, დავით ალადაშვილი, ნინო და თამარ ჟვანიები, ლია პეტროვა, ლუი შვიცგებელ, ბრიუს ლიუ, ისაკ რიხარდსონი, ვერიკო ჭუმბურიძე, გიდონ კრემერი, ცოტნე ზედგინიძე, ელისო ვირსალაძე და სხვა

ორკესტრი ხშირად უთმობს სცენას ახალგაზრდა ქართველ დირიჟორებსა და შემსრულებლებს, მათ შორის: კახი სოლომნიშვილი, ლევან ჯაგაევი, სოსო ჯუღაშვილი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი, გიორგი გიგაშვილი, ელმირა აივაზიანი.

ორკესტრის რეპერტუარი მოიცავს საორკესტრო ქმნილებებს ბაროკოდან - თანამედროვე ეპოქამდე, სადაც მნიშვნელოვანი წილი უკავია ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის პოპულარიზაციას

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მიიწვიეს ფესტივალ “Young Euro Classic”-ზე, რომლის ფარგლებშიც კონცერტი გამართა ბერლინის კონცერტჰაუსში, 2023 წლის 19 აგვისტოს.

თორაძის საერთაშორისო ფესტივალზე 2024 წლის 19 ივნისს, თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, მსმენელის წინაშე მაესტრო პაავო იარვის დირიჟორობით წარსდგა და ფესტივალის რეზიდენტ ორკესტრი გახდა.

2024 წლის 2 სექტემბერს, ორკესტრი მიიწვიეს წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც შესრულდა ბეთჰოვენის და შოპენის ნაწარმოებები კლაუდიო ვანდელის დირიჟორობით.

2024 წლის 7 ნოემბერს, ახალგაზრდულმა ორკესტრმა კონცერტი გამართა ლეგენდარულ მევიოლინე - გიდონ კრემერთან ერთად.

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მიიწვიეს ფესტივალ “Young Euro Classic”-ზე, რომლის ფარგლებშიც რიგით მეორე კონცერტი გამართა ბერლინის კონცერტჰაუსში, 2025 წლის 9 აგვისტოს.

2026 წლის 19 ივნისს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი თორაძის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნით კონცერტზე წარსდგა  ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით.

ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილია.

 


 

 

Orchestea details

Email museum@nationalpalace.ge
Social media
linkedin facebook instagram