სააბიტურიენტო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ხაზვის გამოცდისთვის ემზადება. მოსწავლეები ეუფლებიან ნახაზის შექმნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს: ნახაზის შედგენას სტანდარტული პირობითობების გამოყენებით, ნახაზის კითხვას, ბრტყელი და სივრცითი ფორმების გონებრივი ხატების შექმნასა და მათზე ოპერირებას. კურსის ფარგლებში ისინი პორტფოლიოსაც ამზადებენ.
კურსის მონაწილეები ერთვებიან „ნორჩ მხაზველთა” კონკურსსა და გამოფენებში.
აქტივობები ინდივიდუალური მუშაობა, პროექტი (ნახაზი), პრაქტიკული სამუშაო, ლექცია.
რას ისწავლის მოსწავლე საგნობრივ ცოდნასა და შესაბამის უნარებს: ნახაზის დახაზვასა და წაკითხვას, გონებრივი ხატების შექმნასა და მათზე ოპერირებას. კურსის ბოლოს მზად იქნება გამოცდისა და გასაუბრებისთვის.
კურსის დეტალები