logo
ავიამოდელირება

ავიამოდელირების წრეზე მოსწავლეები ეუფლებიან საავიაციო და ტექნიკურ საშუალებებს. ეცნობიან სპორტულ ავიამოდელებსა და მათ კლასიფიკაციას, სწავლობენ კონსტრუირებასა და მოდელის დამზადებას. წრის წევრები ინდივიდუალურ მოდელებზე მუშაობენ და თითოეულ ელემენტს საკუთარი ხელით ამზადებენ.

სასწავლო პროგრამა მოიცავს: ქაღალდის ავიამოდელებს, ხის მოდელებს, რეზინის ძრავიან მოდელებსა და გლაიდერებს; რადიომართვად სასწავლო მოდელებს. რეგულარულად ეწყობა მოდელების საფრენი გამოცდები და შეჯიბრ-თამაშობები.

აქტივობები ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობა, პროექტი, პრეზენტაცია, პრაქტიკული სამუშაო, დისკუსია, დებატები, პრობლემაზე დაფუძნებული, თანამშრომლობითი, ინტერაქციული და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სწავლება.

მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეებმა იციან აეროდინამიკის საფუძვლები და ენერგიის გამოყენება ფრენაში; იციან სპორტული ავიამოდელების კლასიფიკაცია, შეუძლიათ კონსტრუირება, მოდელის დამზადება და მართვა. განვითარებული აქვთ ხელით მუშაობის უნარები და სხვადასხვა ხელსაწყოს ეფექტური გამოყენება.

 

რეგისტრაციის პირობები — მოსამზადებელი წრე

  • კლასი/ასაკი: 2–12 კლასი (7–17 წელი)
  • საფასური: თვეში 60 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 1-ჯერ, 2 საათი
  • წინასწარი გასაუბრება: არა

რეგისტრაციის პირობები — ინდივიდუალური ჯგუფი

  • კლასი/ასაკი: 7–12 კლასი (12–17 წელი)
  • საფასური: თვეში 150 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 1-ჯერ, 2 საათი
  • წინასწარი გასაუბრება: არა

რეგისტრაციის პირობები — სრულწლოვანთა ჯგუფი

  • ასაკი: 18 წლიდან
  • საფასური: თვეში 150 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 1-ჯერ, 2 საათი
  • წინასწარი გასაუბრება: არა

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 2 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 7-17 წელი
პერიოდი კვირაში 1 დღე
ფასი 60 ლარი
რეგისტრაცია