რადიოელექტრონიკის წრეზე მოსწავლეები ეუფლებიან ელექტრონიკის საფუძვლებს: ელექტრომოწყობილობათა კონსტრუირებას, რჩილვას, ელექტროქიმიურ პროცესებს, სამონტაჟო სამუშაოებს, ელექტროკომპონენტების დანიშნულებასა და მუშაობის პრინციპებს, ელექტროსქემის აწყობასა და ელექტროლაბორატორიულ რეგულირებას.
წრის წევრები ამზადებენ ელექტრომოწყობილობებს და მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში.
აქტივობები ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობა, პროექტი, პრეზენტაცია, პრაქტიკული სამუშაო, ლექცია.
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეს განვითარებული აქვს პრაქტიკული უნარები: ერკვევა ელექტროქიმიურ პროცესებში, იცის რჩილვა და სამონტაჟო სამუშაო, შეუძლია ელექტროლაბორატორიული რეგულირება, ელექტროკომპონენტების დანიშნულებისამებრ გამოყენება და მიზნობრივი ელექტროსქემის აწყობა.
კურსის დეტალები