logo
არქიტექტურის წრე

არქიტექტურის წრეზე მოსწავლეები ეცნობიან არქიტექტორის პროფესიასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას: როგორ სრულდება არქიტექტურული პროექტები და მათი შესაბამისი ნახაზები. ისინი სწავლობენ არქიტექტურული კომპოზიციისა და პროექტის შექმნას, კლაუზურის მომზადებას, მაკეტის დამზადებას, ეცნობიან არქიტექტურის ისტორიას, მის მიმართულებებსა და ცნობილი არქიტექტორების ნაშრომებს.

წრის წევრები მონაწილეობას იღებენ გამოფენებსა და კონკურსებში.

აქტივობები ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობა, ქეისების ანალიზი, პროექტი, პრეზენტაცია, პრაქტიკული სამუშაო, დისკუსია, პრობლემაზე დაფუძნებული და თანამშრომლობითი სწავლება, ლექცია.

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 2 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 12–17 წელი
სიხშირე კვირაში 1 დღე
ფასი 60 ლარი
რეგისტრაცია