ეროვნული სასახლის ახაგაზრდული კაპელა 2024 წელს შეიქმნა. გუნდმა უკვე არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, ფესტივალსა და კონკურსში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის: თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალსა და გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალზე, ასევე საგუნდო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსში, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 100 წლის საიუბილეო საღამოზე. ახალგაზრდულ კაპელას ხელმძღვანელია , თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკდემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, თბილისის ქალთა გუნდის, თბილისის გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდის პედაგოგი და ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი ომარ ბურდული .