logo
მოძებნე სასწავლო პროგრამა

მოიძებნა: 8

მიმართულებები
სწავლის ტიპი
მხატვრული კალიგრაფია
წრე

მხატვრული კალიგრაფია

მხატვრული კალიგრაფია წერის ტექნიკაა, სადაც ხაზებისა და ასოების სილამაზე და დინამიკა ერთმანეთს ერწყმის. წრეზე სკოლამდელი ასაკის ბავშვები ეუფლებიან სწორად წერის ტექნიკასა და კალიგრაფიის საწყის მეთოდებს; ზრდასრულები კი ეცნობიან მხატვრული კალიგრაფიის მრავალფეროვან სტილებს, სწავლობენ ასოების ფორმირებასა და სხვადასხვა მიდგომას.

კერამიკა
წრე

კერამიკა

კერამიკის წრეზე მოსწავლეები ეცნობიან თიხისა და სხვა მინერალური მასალის თვისებებს და ეუფლებიან მათ დამუშავებას: ფორმის მიცემას, გაშრობას, გამოწვასა და ნაკეთობების მოხატვას.

ხატვა-ფერწერა
წრე

ხატვა-ფერწერა

ხატვა-ფერწერის წრეზე სწავლება მოიცავს ხატვას ნატურიდან ფანქარსა და ფერში, კომპოზიციის შესწავლას და ნამუშევრების შესრულებას სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით (აკვარელი, გუაში, აკრილი).

გობელენი, ფარდაგი, თექა
წრე

გობელენი, ფარდაგი, თექა

მაკრამე, მძივით ქარგვა
წრე

მაკრამე, მძივით ქარგვა

მაკრამე და მძივით ქარგვა - ხელოვნებისა და მოდის უნიკალური შერწყმაა. წრეზე მოსწავლეები ეუფლებიან მძივით ქარგვისა და ქსოვის ტექნიკებს, ქმნიან ორიგინალურ ჩანთებს, სამკაულებსა და ნაქარგებს ტექსტილზე. ისინი ეცნობიან თანამედროვე მოდის ტენდენციებს და სწავლობენ ტრადიციისა და თანამედროვე სტილის შეხამებას.

ძერწვა-ქანდაკება
წრე

ძერწვა-ქანდაკება

ქანდაკების სახელოსნოში სწავლება მარტივი ფორმიდან რთულისკენ მიმდინარეობს. მოსწავლეები ეუფლებიან მოდელების გამოძერწვას პროპორციების დაცვით, ფორმისა და მოცულობის აღქმას, ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ანატომიას, კარკასის დამზადებას.

ჭედურობა, მინანქარი, ხეზე კვეთა
წრე

ჭედურობა, მინანქარი, ხეზე კვეთა

ჭედურობა, მინანქარი, ხეზე კვეთა - მოსწავლეები ეუფლებიან ორნამენტის ხატვას, ესკიზების შექმნასა და მათ გადატანას სხვადასხვა მასალაზე — ლითონზე, ხეზე, მინანქარზე — შესაბამისი ხელსაწყო-იარაღების გამოყენებით.

თოჯინების აპლიკაციების დამზადება, კოსტიუმების დიზაინი
წრე

თოჯინების აპლიკაციების დამზადება, კოსტიუმების დიზაინი

მოსწავლეები ეუფლებიან ორნამენტის ხატვას, ესკიზების შექმნასა და მათ გადატანას სხვადასხვა მასალაზე - ლითონზე, ხეზე, მინანქარზე - შესაბამისი ხელსაწყო-იარაღების გამოყენებით.