logo
ძერწვა-ქანდაკება

ქანდაკების სახელოსნოში სწავლება მარტივი ფორმიდან რთულისკენ მიმდინარეობს. მოსწავლეები ეუფლებიან მოდელების გამოძერწვას პროპორციების დაცვით, ფორმისა და მოცულობის აღქმას, ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ანატომიას, კარკასის დამზადებას.

სწავლება ავითარებს ფორმის შეგრძნებას, კომპოზიციის კანონების ცოდნას, ყურადღებას, დაკვირვებისა და კონცენტრაციის უნარს, ფანტაზიასა და აზროვნებას.

აქტივობები: წლის განმავლობაში ტარდება გამოფენები და კონკურსები; წლის ბოლოს - საანგარიშო გამოფენა.

რას ისწავლი: შეძენილი ცოდნის დამოუკიდებლად, პრაქტიკულად გამოყენებას; აქტიურად ჩაერთვება სასახლის ღონისძიებებში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მიმართულების კოორდინატორს - 577 717 072 (ლამარა ჯორჯიკია)

დეტალები:

ჯგუფური წრე

ხანგრძლივობა

1 საათი

ხელმისაწვდომი დონეები

5–18 წელი

პერიოდი

კვირაში 2 დღე

ფასი

თვეში 70 ლარი

ინდივიდუალური / ზრდასრულთა ჯგუფი

ხანგრძლივობა

2 საათი

ხელმისაწვდომი დონეები

ზრდასრულები, ინდივიდუალური

პერიოდი

კვირაში 2 დღე

ფასი

თვეში 150 ლარი

წინასწარი გასაუბრება

კი