logo
ხატვა-ფერწერა

ხატვა-ფერწერის წრეზე სწავლება მოიცავს ხატვას ნატურიდან ფანქარსა და ფერში, კომპოზიციის შესწავლას და ნამუშევრების შესრულებას სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით (აკვარელი, გუაში, აკრილი).

სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონსტრუქციას, კომპოზიციას, ფორმას, ხაზს, მოცულობით აზროვნებას, პერსპექტივასა და შესრულების მანერას. კურსი ავითარებს კრიტიკულ და ლოგიკურ აზროვნებას და ამაღლებს სწავლის მოტივაციას.

აქტივობები: წლის განმავლობაში ტარდება გამოფენები და კონკურსები; წლის ბოლოს - საანგარიშო გამოფენა.

რას ისწავლი: შეძენილი ცოდნის დამოუკიდებლად, პრაქტიკულად გამოყენებას; აქტიურად ჩაერთვება სასახლის ღონისძიებებში. სააბიტურიენტო ჯგუფში - გრაფიკას, ფერწერასა და კომპოზიციას, სხვადასხვა სახატავ ტექნიკასა და მასალას, რაც საჭიროა სამხატვრო აკადემიისა და უმაღლესი სასწავლებლების შემოქმედებითი ტურის, გასაუბრებებისა და გამოცდებისთვის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, მობილობა).

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მიმართულების კოორდინატორს - 577 717 072 (ლამარა ჯორჯიკია)

დეტალები

ჯგუფური წრე

ხანგრძლივობა

1 აკადემიური საათი

ხელმისაწვდომი დონეები

5–18 წელი

პერიოდი

კვირაში 2 დღე

ფასი

თვეში 70 ლარი

სააბიტურიენტო ჯგუფი

ხანგრძლივობა

2 საათი

ხელმისაწვდომი დონეები

XI–XII კლასი

პერიოდი

კვირაში 2 დღე

ფასი

თვეში 150 ლარი

ინდივიდუალური / ზრდასრულთა ჯგუფი

ხანგრძლივობა

2 საათი

ხელმისაწვდომი დონეები

ზრდასრულები, ინდივიდუალური

პერიოდი

კვირაში 2 დღე

ფასი

თვეში 150 ლარი

წინასწარი გასაუბრება

კი