მხატვრული კალიგრაფია წერის ტექნიკაა, სადაც ხაზებისა და ასოების სილამაზე და დინამიკა ერთმანეთს ერწყმის. წრეზე სკოლამდელი ასაკის ბავშვები ეუფლებიან სწორად წერის ტექნიკასა და კალიგრაფიის საწყის მეთოდებს; ზრდასრულები კი ეცნობიან მხატვრული კალიგრაფიის მრავალფეროვან სტილებს, სწავლობენ ასოების ფორმირებასა და სხვადასხვა მიდგომას.
გაკვეთილები მოიცავს როგორც საფუძვლებს, ისე მაღალ ტექნიკას - რაც თითოეულ მოსწავლეს საკუთარი სტილის ჩამოყალიბებისა და უნიკალური კალიგრაფიული ნამუშევრების შექმნის საშუალებას აძლევს.
აქტივობები: წლის განმავლობაში ტარდება გამოფენები და კონკურსები; წლის ბოლოს - საანგარიშო გამოფენა.
რას ისწავლი: შეძენილი ცოდნის დამოუკიდებლად, პრაქტიკულად გამოყენებას; აქტიურად ჩაერთვება სასახლის ღონისძიებებში.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მიმართულების კოორდინატორს - 577 717 072 (ლამარა ჯორჯიკია)
დეტალები:
|
ჯგუფური წრე |
|
|
ხანგრძლივობა |
1 საათი |
|
ხელმისაწვდომი დონეები |
5–18 წელი |
|
პერიოდი |
კვირაში 2 დღე |
|
ფასი |
თვეში 70 ლარი |
|
ინდივიდუალური / ზრდასრულთა ჯგუფი |
|
|
ხანგრძლივობა |
2 საათი |
|
ხელმისაწვდომი დონეები |
ზრდასრულები, ინდივიდუალური |
|
პერიოდი |
კვირაში 2 დღე |
|
ფასი |
თვეში 150 ლარი |
|
წინასწარი გასაუბრება |
კი |