logo

საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები და მათი მოგვარების ტექნიკური საშუალებები

13 ივნისი, 2023

საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები და მათი მოგვარების ტექნიკური საშუალებები

12 ივნისს, ეროვნულ სასახლეში გაიმართა შეხვედრა გარემოს დაცვით საკითხებზე.

პროექტის მიზანი იყო:

გარემოს დაცვით საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი გარემოს შექმნა, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება, ეკოლოგიური პრობლემის კვლევასა და აღმოფხვრაში უპილოტო სისტემების გამოყენების შესაძლებლობების წარმოჩენა.

საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებისა და არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულების  აღსაზრდელებმა  საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ბუნებრივი და ხელოვნური კატაკლიზმების შესახებ, ისაუბრეს და განიხილეს საქართველოში მიმდინარე ეკოლოგიური პრობლემები , მონიტორინგი და მათი მოგვარების გზები, ბორჯომ - ხარაგაულის ტყე-პარკის ხანძრები, ვერეს ხეობის ტრაგედია, შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები, ზვავები, ღვარცოფები,მეწყერები,, წყალდიდობები და სხვა.   

ექსპერიმენტული უპილოტო სისტემების   წრის წევრებმა წარმოადგინეს მოდელები ეკოლოგიური პრობლემების წინასწარი განსაზღვრისა და მოგვარებისათვის.

შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები:

  • ✔️ თინათინ ბარბლიშვილი  - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე - ქალბატონი
  • ✔️ გიორგი ჯავახიშვილი - საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო ეკოლოგიური პროგრამების ხელმძღვანელი
  • ✔️ ია სამადაშვილი - თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი
  • ✔️ ეპისკოპოსი სვიმეონი— სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი - ეპისკოპოსი
  • ✔️ ლია ყალაბეგიშვილი მილსი   -  ATI სპეციალისტი (ბრიტანეთი)
  • ✔️ მაიკლ მილსი - საზღვაო ინჟინერი (ბრიტანეთი)
  • ✔️ ნანა ყალაბეგიშვილი - ფიზიკოსი
  • ✔️ ნიკოლოზ ტაბიძე - მოქანდაკე
  • ✔️ გიგი ყალაბეგიშვილი - არქიტექტორი (იტალია)
  • ✔️ კახა ბოჭორიშვილი - დიზაინერი
სხვა სიახლეები მეტის ნახვა