ეროვნული სასახლე 85 წლისაა!
85 წელია წარმატება ამ შენობის კედლებში იწყება, თავად კი 200-წლიანი ისტორია აქვს.
10 მაისს, სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზში ეროვნული სასახლის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც თეატრმცოდნე - ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
ეროვნული სასახლის ისტორიული შენობა, 1941 წლის 2 მაისს, ბავშვებს გადაეცა. მას შემდეგ ეს სივრცე ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი არაფორმალური განათლების ცენტრია. სასახლემ არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა: მეცნიერები, მსახიობები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მოჭადრაკეები და საზოგადო მოღვაწეები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ძველი და ახალი თაობის სასახლელები;
რეჟისორი: თინათინ კორძაძე;
მხატვარი: ბარბარა ასლამაზიშვილი;
მუსიკალური ხელმძღვანელი: ქეთი გაბისიანი;