logo

ნანა და სასახლე

ნანა და სასახლე

20 ოქტომბერი, 2026

სეანსი საერთაშორისო დიდოსტატმა, საქართველოს 3 გზის ჩემპიონმა ვაჟთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა სენიორებში, საჭადრაკო ოლიმპიადის ეროვნული ნაკრების მონაწილემ, საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულმა და პრიზიორმა, ჩვენი სკოლის მწვრთნელმა - გიორგი ბაღათუროვმა ჩაატარა.

✔️ გიორგი მომავალ მოჭადრაკეებს შეხვდა, მათი შესაძლებლობები შეაფასა და რჩევები გაუზიარა.

სეანსი ყოველწლიურად ტარდება, სასახლელი მოჭადრაკის - ნონა გაფრინდაშვილის ჩემპიონობის აღსანიშნად.

📝1962 წლის 17 ოქტომბერს 10 სთ 58 წთ-ზე გაფრინდაშვილს შეატყობინეს, რომ 21 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა! მან ელისაბედ ბიკოვა 9:2 დაამარცხა.