26 დეკემბერს, ეროვნულ სასახლესა და ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და და ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს დირექტორმა, ქალბატონმა ეკა გეგეშიძემ.
მემორანდუმის მიზანია:
ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების/პროექტების განხორციელება, რომლებიც მიმართულია საგანმანათლებლო პოტენციალის ამაღლების, ჯანსაღი თაობის ფორმირებისა და პიროვნული განვითარების სრულყოფისაკენ.
"ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" დაფუძნდა 2002 წელს. ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" "ჯუნიორ ეჩივმენტ მსოფლიო"-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე საქართველოში ხელს უწყობს მოქალაქის პიროვნული თავისუფლების გააზრების ხელშეწყობას, ფინანსური წიგნიერების, მეწარმეობის და სამუშაოსთვის მზაობის უნარების ჩამოყალიბების გზით.