logo

კინოგანათლების ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის

8 დეკემბერი, 2020

კინოგანათლების ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის

ეროვნული სასახლე და კულტურის და განათლების ფონდი წარმოგიდგენთ პროექტს “კინოგანათლების ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის”, რომლის მიზანია კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ელექტრონული სასწავლო პლატფორმა www.filmeducation.ge რომელიც მოიცავს სამი ტიპის საგანმანათლებლო რესურსებს: სასწავლო მასალებს, ვიდეოლექციებსა და ონლაინ სასწავლო კურსებს.

ეროვნული სასახლის ოფიციალურ facebook გვერდზე ეტაპობრივად გაზიარდება ვიდეოლექციები, რომელთა ფორმატია თეორიული და ვიზუალური მასალის სინთეზი. აღნიშნულ ვიდეოლექციებში, დარგის სპეციალისტები განიხილავენ მნიშვნელოვან საკითხებს ქართული და მსოფლიო კინემატოგრაფიდან.


პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “კულტურის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში.

საგანმანათლებლო რესურსების გასაცნობად ეწვიეთ კინოგანათლების ვებ-გვერდს
გამოიწერეთ კინოგანათლების Youtube გვერდი
მოიწონეთ კინოგანათლების Facebook გვერდი
გამოგვყევით Instagram-ზე

სხვა სიახლეები მეტის ნახვა