logo

„ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო" თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდა.

13 ნოემბერი, 2022

„ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო

13 ნოემბერს, „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“ მთელს ევროპაში, მათ შორის საქართველოს 4 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში ჩატარდა.

200-მდე ახალგაზრდამ უყურა ევროპის კინოაკადემიის მიერ ნომინირებულ სამ სრულმეტრაჟიან ფილმს, მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში და ხმა მისცა საუკეთესოს.

„ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“ ევროპული კინოს დაჯილდოების ოფიციალური კატეგორიაა. საქართველოში პროექტს 2020 წლიდან ვახორციელებთ. წელს კი, ადგილობრივი ორგანიზატორების სახით აჭარის, ქუთაისის და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეები შემოგვიერთდნენ.

სხვა სიახლეები მეტის ნახვა