logo

მინანქრის II სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

24 ივნისი, 2022

18-დან 31 ივლისის ჩათვლით, ეროვნული სასახლეში, მინანქრის II სიმპოზიუმი გაიმართება!

სიმპოზიუმის ორგანიზატორია, ეროვნული სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო „ჩუქურთმა“.

14 დღის განმავლობაში, მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო სამუშაო მასალითა და აღჭურვილობით, ასევე, - კვებით.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება: პრაქტიკული მუშაობა, ფოტო გადაღება, გამოფენა, ასევე, დაიბეჭდება შესრულებული ნამუშევრების კატალოგი.

სიმპოზიუმის მიზანია ახალგაზრდებში მინანქრის, როგორც უძველესი სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მისი ისტორიისა და მიმდინარე ახალი ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა.

მონაწილეობის პირობები:

  • სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია 13-დან 26 წლამდე ტიხრული მინანქრით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
  • სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის სავალდებულოა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/6oKZ5pb7cd2y2g9L7
  • რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 ივლისი.
  • მინანქრის სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს პირველი 20 აპლიკანტი.

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე - 599 99 82 52;

სხვა სიახლეები მეტის ნახვა