logo

ეროვნულ სასახლესა და თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 მარტი, 2022

ეროვნულ სასახლესა და  თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 მარტს, ეროვნულ სასახლესა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ და კოლეჯის დირექტორმა ზურაბ ოშხნელმა.

მემორანდუმის მიზანია, „კოლეჯსა“ და „სასახლეს“ შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კვლევითი თანამშრომლობის განვითარება და ერთობლივი პროექტების, გამოფენების, კონფერენციების და სხვა საქმიანობის განხორციელება.

მემორანდუმი ასევე, ითვალისწინებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი არასაგაკვეთილო აქტივობების შეთავაზებას და არაფორმალურ, სკოლისგარეშე სწავლებაში ჩართულ პედაგოგთა პროფესიული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას.

 

სხვა სიახლეები მეტის ნახვა