logo

ნატო-ს მეგობართა კლუბი - 2022 / NATO Friends Club - 2022

7 მარტი, 2022

 ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკული კუთხე, პლატფორმა - „ახალგაზრდები ნატოში ინტეგრაციისთვის“-თან ერთად იწყებს ახალ პროექტს 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის:
„ნატო-ს მეგობართა კლუბი - 2022 / NATO Friends Club - 2022”.

თუ ხარ:

  • კერძო/საჯარო სკოლის მე-11, მე-12 კლასის მოსწავლე ან უნივერსიტეტის პირველი, მეორე კურსის სტუდენტი;
  • გსურს, მიიღო საფუძვლიანი ცოდნა ნატო-ს შესახებ და ჩაერთო საინტერესო აქტივობებში;

მაშინ ეს პროექტი შენთვისაა!

პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს აშშ-ს საელჩო საქართველოში და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.

პროექტი მიზნად ისახავს თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებასა და ცნობიერების ზრდას ნატო-ს ისტორიის, სტრუქტურის, მისიების, ფუნქციების, შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, ნატო-ს განვითარების პერსპექტივებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
კლუბის ტრენინგების ძირითად ნაწილს პლატფორმა „ახალგაზრდები ნატოში ინტეგრაციისთვის“ დამფუძნებლები, ნაწილს კი - ექსპერტები გაუძღვებიან. შეხვედრები კვირაში ერთხელ ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხეში შედგება. პროექტი აგრეთვე მოიცავს დებატების ტურნირსა და მინისტერიალის მოდელირებას, ასევე, ვიზიტებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმსა და სახელმწიფო სტრუქტურებში.


პროექტი განხორციელდება მარტი-ივნისის პერიოდში.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 13 მარტი 23:00 საათი.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ აპლიკაცია - https://bit.ly/3su7kbK

გისურვებთ წარმატებებს!

სხვა სიახლეები მეტის ნახვა