logo

საზაფხულო სკოლები

24 ივნისი, 2021

საზაფხულო სკოლები

ეროვნულ სასახლე, 5-დან 16 ივლისამდე, მრავალფეროვან საზაფხულო სკოლებს გთავაზობთ!

 თუ გსურს ზაფხულის დღეები იყოს მხიარული;
 თუ გსურს გაეცნო საინტერესო პროფესიებს და განივითარო შემოქმედებითი უნარები;
 თუ გსურს სწავლა გახადო საინტერესო, სასიამოვნო და სახალისო პროცესი.

მაშინ, შემოგვიერთდი ეროვნული სასახლის საზაფხულო სკოლაში – დაგეგმე ზაფხული ჩვენთან ერთად!

შეიძინე ახალი მეგობრები, გამხიარულდი და განვითარდი!

საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა: ორი კვირა (გარდა შაბათ-კვირისა);

შეხვედრის საათები: 11:00-დან 17:00 საათამდე;

სკოლის საფასური – 300 ლარი.
კვების ღირებულება – 100 ლარი.

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა

რეგისტრაცია დასრულდება 4 ივლისს 16:00 საათზე

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია (თითოეულ ჯგუფში განსაზღვრულია 15 ბავშვი)!

მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. #6

 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
 599 899 755;
 032 298 40 44;
 032 299 80 88.

საზაფხულო თეატრალური სკოლა

5 – 16 ივლისი

ეროვნული სასახლის საზაფხულო თეატრალური სკოლა მოზარდებს იწვევს სამოყვარულო სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად.

სკოლა ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების ბაზაზე შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ნიკოლოზ წულუკიძეა.

ორი კვირის განმავლობაში მოზარდები დაესწრებიან სხვადასხვა მასტერკლასებს, გაეცნობიან მეტყველების კულტურას, სამსახიობო ოსტატობას, მუსიკას, ქორეოგრაფიას, მათ როლს და გამოყენებას სამსახიობო პროფესიაში, გააცოცხლებენ ზღაპრის გმირებს, დადგავენ სპექტაკლს, მოირგებენ სცენარისტის, მსახიობის, რეჟისორის როლებს.

სკოლის დასასრულს გაიმართება შემაჯამებელი სპექტაკლი.

სკოლა განკუთვნილია 8-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ხელოვნების საზაფხულო სკოლა

5 – 16 ივლისი

ეროვნული სასახლე მოზარდებს იწვევს, ხელოვნების საზაფხულო სკოლაში.

ორი კვირის განმავლობაში, მოზარდები გაეცნობიან ხატვას, ძერწვას, ხელსაქმეს, კინოს, ანიმაციას. ანიმაციური ფილმების მიხედვით შექმნიან ანიმაციურ პერსონაჟებს.

სკოლის დასასრულს გაიმართება ნამუშევრების  გამოფენა.

სკოლა განკუთვნილია 8-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

საზაფხულო საინჟინრო-სამეცნიერო სკოლა

5-16 ივლისი

ეროვნული სასახლის საინჟინრო-სამეცნიერო სკოლა მოზარდებს იწვევს პროექტირებისთვის საჭირო უნარების განსავითარებლად.

ორი კვირის განმავლობაში, მოზარდები მიიღებენ ცოდნას არქიტექტურის, დიზაინის, მოდელირების,  ეკოლოგიის, მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარებისა და ფინანსური განათლების შესახებ. მიღებული ცოდნის საფუძველზე მოზარდები შექმნიან არქიტექტურულ მაკეტებს, გააკეთებენ მაკეტის ბიუჯეტირებას და გამართავენ პრეზენტაციებს.

სკოლა განკუთვნილია 12-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

შეავსე სააპლიკაციო ფორმა და შემოგვიერთდი!

სხვა სიახლეები მეტის ნახვა