logo

74-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია დასრულდა

25 მაისი, 2021

74-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია დასრულდა

21 მაისს, ეროვნულ სასახლეში რიგით 74 -ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციის მეორე ეტაპი ონლაინ ჩატარდა. ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობენ 12-18 წლის მოსწავლეები.

მონაწილეებმა კონფერენციის 10 სექციაში წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები, რომელთა დიდი ნაწილი ეძღვნებოდა პანდემიას და მის ზეგავლენას დღევანდელ რეალობაზე.

ინდივიდუალური ნაშრომები შეფასდა სპეციალისტების მიერ. კონფერენციაზე, საქართველოს მასშტაბით, შემოვიდა 300-მდე ნაშრომი, მეორე ეტაპზე, თემის დასაცავად  წარმოდგენილი იყო 90-მდე თემის ავტორი.

გაეცანით შედეგებს

კონფერენციის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში განათლების ხელშეწყობა; მიღებული ცოდნის, დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარების განვითარება; მოსწავლე-ახალგაზრდების ინტერესის გაძლიერება მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა დარგის დასაუფლებლად; სამეცნიერო, საკვლევი ხასიათის ექსპერიმენტების, გამოგონებების, საინჟინრო მოდელებისა და ნიმუშების დამზადების ჩვევების განვითარება; მოსწავლე-ახალგაზრდებში შემოქმედებითობის, კვლევის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას;

სხვა სიახლეები მეტის ნახვა