logo

გრაფიკული დიზაინის ონლაინ ტრენინგი

26 თებერვალი, 2021

გრაფიკული დიზაინის ონლაინ ტრენინგი

14 მარტიდან, ეროვნული სასახლე ფაბლაბ ილიაუნისთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისთვის გრაფიკული დიზაინის ონლაინ ტრენინგის კურსს იწყებს.

კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან Adobe Illustrator CC-ს.

კურსის მიზანია, მოსწავლეებს გააცნოს გრაფიკულ დიზაინთან მუშაობის პრინციპები, ძირითადი მახასიათებლები და გრაფიკული ნამუშევრების დამოუკიდებლად შექმნა.

კურსის ფარგლებში მონაწილე :

სრულად დაეუფლება პროგრამა illustrator-ს, მასში მუშაობის ძირითად პრინციპებს, ხელსაწყოებს;

შეძლებს საკუთარი ნამუშევრების დამოუკიდებლად შექმნას;

მიიღებს ინფორმაციას გრაფიკული დიზაინის სფეროს შესახებ, მის პერსპექტივებზე;

შესაძლებლობა ექნება იმუშაოს რეალურ პროექტებზე.

 

 ვის შეუძლია მონაწილეობა?

კურსის გავლა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის გრაფიკული დიზაინით დაინტერესებულ მოსწავლეს.

კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე;

ტრენინგების ჩატარების დრო: კვირა – 12:00 საათი;

ტრენინგის ხანგრძლივობა – 2 საათი;

კურსის სრული საფასური: 115 ლარი;

ეროვნულ სასახლეში 2020-2021 წელს რეგისტრირებული მოსწავლეები ისარგებლებენ შეღავათებით;

 

 როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

სააპლიკაციო ფორმა: https://rb.gy/mjlmwg

მომდევნო სამუშაო დღეს, ტელეფონით დაგიკავშირდებათ ჩვენი წარმომადგენელი და დააზუსტებს შევსებული განაცხადის დეტალებს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

პროგრამასთან დაკავშირებით – ანი ჩიკვაიძე – კურსის ხელმძღვანელი, 558 147 202;

ani.chikvaidze.1@iliauni.edu.ge

რეგისტრაციასთან დაკავშირებით – 599 899 755; (+995 32) 299 80 88;

გისურვებთ წარმატებას!

სხვა სიახლეები მეტის ნახვა