logo

ეროვნული სასახლის 80 წლის საიუბილეო ბლიც-ტურნირი ჭადრაკში

6 თებერვალი, 2021

ეროვნული სასახლის 80 წლის საიუბილეო ბლიც-ტურნირი ჭადრაკში

7 თებერვალს 11:00 საათზე, ეროვნული სასახლე 80 წლის საიუბილეოდ გიწვევთ ჭადრაკის კლუბ „ნტნ“ – ის საკვირაო ონლაინ ბლიც-ტურნირზე.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელებს და 20 წლამდე ასაკის მოწვეულ მოჭადრაკეებს.

ტურნირი გაიმართება ონლაინ – საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე – www.chess.com

ტურნირის დროის კონტროლი – 3 წუთი 2 წამის დამატებით.

ტურნირის ადმინისტრატორი – ამირან ჭანტურია (ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მწვრთნელი)

ტურნირის მსაჯი – გიორგი მაჭარაშვილი (ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მწვრთნელი)

კონსულტანტი – დავით კოდუა ( საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ტურნირების და ღონისძიებების დირექტორი)

საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით!

რეგისტრაცია დაიწყება 7 თებერვალს 10:00 საათზე (ტურნირირამდე 1 საათით ადრე)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@127.0.0.1

საკონტაქტო ინფორმაცია: 597 37 15 60; 599 64 94 10;

ეროვნული სასახლე გისურვებთ წარმატებას!!!

სხვა სიახლეები მეტის ნახვა