logo

კონკურსი „ჩემი ხელნაკეთი მანქანა“

13 იანვარი, 2025

კონკურსი „ჩემი ხელნაკეთი მანქანა“

 11 იანვარს ეროვნულ სასახლეში კონკურსი „ჩემი ხელნაკეთი მანქანა“ გაიმართა. დედაქალაქიდან და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 8-იდან 15 წლამდე ასაკის მოზარდებმა აუდიტორიასა და ჟიურის მათ მიერ შექმნილი მანქანები წარუდგინეს.

კონკურსში მონაწილეობდა 45 ბავშვი და სულ 9 გუნდი დაკომპლექტდა. მათ ერთი საათი ჰქონდათ, ერთმანეთისგან განსხვავებული და სახასიათო ტიპის ნამუშევრების შესაქმნელად.
️კონკურსის შედეგები ასე გადანაწილდა:
I ადგილი - გუნდი „არწივები“ ;
II ადგილი - გუნდი x თაობა;
III ადგილი - გუნდი „კაპრომაქსი“

სპეციალური პრიზი კი გუნდ „რიონის“ წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ვასილ ქარსელაძემ გადასცა.
გუნდის წევრები ზაფხულის დღეეებს თბილისის მერიის მხარდაჭერით ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში გაატარებენ.

ეროვნული სასახლის დირექტორმა - ნინა ყიფიანმა კონკურსის საპრიზო თასი ქალაქ ვანის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის N2 საჯარო სკოლის წარმომადგენელს გადასცა - ყველაზე მეტი მოზარდი კონკურსში მონაწილეობას სწორედ აღნიშნული სკოლიდან იღებდა.

სხვა სიახლეები მეტის ნახვა