logo

შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ალილოს მსვლელობა

შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ალილოს მსვლელობა

7 იანვარი, 2025

7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ალილოს მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად ეროვნულმა სასახლემ მიიღო მონაწილეობა.

 სასახლის დირექტორმა ნინა ყიფიანმა და ქორეოგრაფიული მიმართულების წევრებმა, სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილეებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და მეალილოეებს საშობაო ნობათი გადასცეს.

შემოწირულებები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

,,ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 2000 წელს აღდგა.