logo

„საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის განვითარების ასოციაციის“ წევრები სტუმრად ეროვნულ სასახლეში

18 იანვარი, 2024

„საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის განვითარების ასოციაციის“ წევრები სტუმრად ეროვნულ სასახლეში

18 იანვარს, ეროვნული სასახლესა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მემორანდუმის ფარგლებში „საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის განვითარების ასოციაციის“ წევრები ესტუმრნენ, განათლებისა და კულტურის დარგში ატაშე, სიუ ჭუნგსინის ხელმძღვანელობით.

წარმომადგენლებს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ უმასპინძლა

სტუმრებმა ეროვნული სასახლის ისტორიული დარბაზები, მიმდინარე სასახლის სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოები და სასახლის მუზეუმში დაცული ექსპონატები მოინახულეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

სხვა სიახლეები მეტის ნახვა