მოიძებნა: 14
All About America - „ყველაფერი ამერიკის შესახებ”
კლუბი მოიცავს საგანმანათლებლო შეხვედრებს ამერიკის ირგვლივ: ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ხელოვნება, ლიტერატურა, ამერიკული განათლების სისტემა, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები. პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სფეროს ქართველი და ამერიკელი პროფესიონალები.
HTML/CSS Club - ტექნოლოგიების კლუბი
უფროსკლასელები სწავლობენ HTML-ით ვებგვერდის სტრუქტურის აგებას, სემანტიკურ თეგებს, ფორმებსა და მულტიმედია ელემენტებს.
Conversation Club - ინგლისური ენის სასაუბრო კლუბი
კლუბის მთავარი მიზანია მოსწავლეებში ინგლისური ენის სასაუბრო უნარების გამომუშავება და ამერიკის კულტურის შესახებ ცოდნის გაღრმავება. კლუბს ორი მასწავლებელი უძღვება - ქართველი და ამერიკელი პროფესიონალი.
English for Kids - ინგლისური პატარებისთვის (V კლასი)
კლუბის შეხვედრებზე ბავშვები ეცნობიან მათი ასაკისთვის შესაფერის ინფორმაციას ამერიკულ კულტურაზე, დღესასწაულებსა და ტრადიციებზე.
STEAM Club
კლუბი მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებასა და მათემატიკას ერთ ინტერაქტიულ, პრაქტიკულ სასწავლო სივრცეში აერთიანებს. უფროსკლასელები სწავლობენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, პრობლემების გადაჭრასა და კრეატიულ აზროვნებას.
Board Games Club - სამაგიდო თამაშების კლუბი
Robotics Club - რობოტიკის კლუბი
რობოტიკის კლუბი V–VI კლასის მოსწავლეებისთვის პირველი ნაბიჯია საინჟინრო და ტექნოლოგიურ სამყაროში: ბავშვები თეორიულ ცოდნას რეალურ, ფიზიკურ მოდელებად აქცევენ, ეუფლებიან საინჟინრო აზროვნების პრინციპებს და სწავლობენ რთული კონსტრუქციების დაგეგმვასა და აწყობას.
Coding Club - კოდინგის კლუბი
კოდინგის კლუბი VI–VII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას, ტექნოლოგიების არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ შემქმნელები გახდნენ: ისინი ფუნქციურს ხდიან რობოტიკის კლუბის მიერ აწყობილ მოდელებს და ალგორითმებით მართავენ.
Debate Club - დებატების კლუბი
დებატების კლუბში მოსწავლეები სხვადასხვა თემას განიხილავენ - სოციალურ, კულტურულ და გლობალურ გამოწვევებს, სწავლობენ, როგორ გაუზიარონ აზრი ერთმანეთს არგუმენტირებულად, პრაგმატულად და პატივისცემით.
American Book Club - ამერიკული წიგნის კლუბი (VIII კლასი)
კურსი მოიცავს ასაკის შესაბამისი ამერიკელი მწერლების ნაწარმოებების კითხვასა და განხილვას: მოსწავლეები საუბრობენ თემატიკაზე, პერსონაჟებზე და კალენდრის მიხედვით ამერიკულ დღესასწაულებსაც განიხილავენ.
American Book Club - ამერიკული წიგნის კლუბი (VII კლასი)
კურსი მოიცავს ამერიკელი კლასიკოსი და საბავშვო მწერლების, ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი ნაწარმოებების კითხვას, განხილვას, მოსაზრებების გაცვლას დისკუსიის ფორმატში და ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
English for Kids - ინგლისური პატარებისთვის (VI კლასი)
კლუბის შეხვედრებზე მოსწავლეები ეცნობიან ამერიკულ დღესასწაულებსა და მათი აღნიშვნის ტრადიციებს, თემატური თვეების მიხედვით განიხილავენ სხვადასხვა თარიღში აღსანიშნავ მოვლენებს და კითხულობენ შესაბამის მასალას.
Sunday Movie Club - საკვირაო კინოკლუბი
მოსწავლეები ამერიკული ფილმების საშუალებით ეცნობიან ამერიკის ისტორიას, შტატებს, კულტურასა და ტრადიციებს, ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს. ამასთანავე, ისინი კინოს კულტურასაც სწავლობენ: ეცნობიან კინემატოგრაფიის სახეობებსა და კლუბში წარმოდგენილი ფილმების მნიშვნელოვან დეტალებს.
Junior Movie Club - ჯუნიორ კინოკლუბი
კლუბში მოსწავლეები ეცნობიან ამერიკული კინემატოგრაფიის საფუძვლებს, სხვადასხვა პერიოდში შექმნილ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, მათ შემოქმედებით ჯგუფებს, რეჟისორებსა და მსახიობებს; ივითარებენ დებატებისა და საჯარო გამოსვლების ხელოვნებას და ეუფლებიან კომპლექსურ ტერმინოლოგიას.