Coding Club - კოდინგის კლუბი - VI–VII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს შესაძლებლობას, ტექნოლოგიების არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ შემქმნელები გახდნენ: ისინი ფუნქციურს ხდიან რობოტიკის კლუბის მიერ აწყობილ მოდელებს და ალგორითმებით მართავენ მათ.
აქტივობები: LEGO Spike Prime-ისა და Mindstorms-ის პროგრამული გარემოთი მოსწავლეები ეუფლებიან პროგრამირების ფუნდამენტურ პრინციპებს, მუშაობენ სენსორებთან და სწავლობენ მონაცემების დამუშავებას.
რას ისწავლი: პროგრამირების ფუნდამენტურ პრინციპებს, სენსორებთან მუშაობასა და მონაცემების დამუშავებას. საკუთარი კოდის შედეგს მყისიერად დაინახავს რეალურ სამყაროში, შეცდომების ძიება-გასწორება კი მოთმინებასა და ანალიტიკურ უნარებს განუვითარებს.
დეტალები:
|
ხანგრძლივობა |
1,5 საათი |
|
ხელმისაწვდომი დონეები |
VI–VII კლასი |
|
პერიოდი |
კვირაში 1 დღე |
|
ფასი |
უფასო |
კურსის დეტალები