10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ჭადრაკში - ბარბარე ჭიოკაძე
ბარბარემ, ელვისებურ ჭადრაკში გამართულ ჩემპიონატზე 11-იდან 8 ქულა დააგროვა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა!
ბარბარე - #ეროვნულისასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის ჭადრაკის სკოლის აღსაზრდელია, მწვრთნელი - გიორგი მაჭარაშვილი გახლავთ!
ქ. ბათუმში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8 – 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის (5 – 12 ივნისი).
ტურნირში მონაწილეობდა 35 ქვეყნის, 450 გოგონა და ჭაბუკი.
ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლა