20 ივნისს, ალექსანდრე გრიბოედოვის რუსულ დრამატულ თეატრში „ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ფესტივალის“ საზეიმო დახურვის ცერემონიალი გაიმართება.
ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ეროვნული სასახლის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
ქორეოგრაფიული ანსამბლები: „ლაშქარი“, „იმედი“, „ბასიანი“, „ფერხული“, „კავკასიონი“, „თამარიონი“, ,,შევარდენ“;
ფოლკლორული ანსამბლები: „რტონი“, „,საუნჯე“, „ალიონი“, „კესანე“, „დარიალი“;