logo

იმიტირებული ეროვნული გამოცდები 2024 - რეგისტრაცია დაიწყო

24 მაისი, 2024

იმიტირებული ეროვნული გამოცდები 2024 - რეგისტრაცია დაიწყო

სასარგებლო ინიციატივა მათთვის, ვინც ახლა ყველაზე მეტად ღელავს!

ეროვნულ გამოცდებამდე ცოტა დრო რჩება. ჩვენი მიზანია ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტებს წინასწარ მივცეთ შესაძლებლობა, გამოცადონ საკუთარი თავი და გადალახონ გამოცდის ფსიქოლოგიური შიში.

იმიტირებული ეროვნული გამოცდები გაიმართება: 

12 ივნისი, ოთხშაბათი - ქართული ენა და ლიტერატურა;

13 ივნისი, ხუთშაბათი - უცხოური ენები;

14 ივნისი, პარასკევი - არჩევითი საგნები (ისტორია, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია);

იმიტირებული ტესტი მომზადებულია ეროვნული სასახლის პედაგოგების მიერ, ოფიციალური საგამოცდო ტესტების ნიმუშების მიხედვით.

ტესტირება მონაწილეობა შეუძლია, როგორც ეროვნულ სასახლეში დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის, ასევე ნებისმიერი მსურველისთვის.

გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია 

იჩქარეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!

იმიტირებული გამოცდების საორგანიზაციო გუნდი დაუკავშირდება პირველ ?? რეგისტრირებულ მონაწილეს!

გამოცდაში მონაწილეობა უფასოა!

იმიტირებული გამოცდები ჩატარდება წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #53ა; თბილისი, საქართველო, 0179;

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ: 

  • 032 299 80 88
  • 032 298 40 44

გისურვებთ წარმატებას!

 

სხვა სიახლეები მეტის ნახვა