logo

მოსწავლეთა 77 -ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

5 თებერვალი, 2024

მოსწავლეთა 77 -ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო

მოსწავლეთა 77 -ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

კონფერენციის მთავარი თემა კვლავ: ,,მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრა.“

თუ გსურთ, გაიფართოოთ ცოდნა და განვითარდეთ, გამოირჩეოდეთ თანატოლთა შორის, ეზიაროთ მეცნიერებასა და ხელოვნებას, ირწმუნოთ თქვენი ძალების და მიაღწიოთ გამარჯვებას - მონაწილეობა მიიღეთ მოსწავლეთა 77 -ე სასწავლო -კვლევით კონფერენციაში.

რა არის მდგრადი განვითარების მიზნები?

დეტალური ინფორმაცია 

ვის შეუძლია კონფერენციაში მონაწილეობა?

მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის 12-18 წლის მოსწავლეს.

ყურადღებით წაიკითხეთ კონკურსის პირობები:

დეტალური ინფორმაცია

სააპელაციო ფორმა

სასწავლო-კვლევითი კონფერენციის თარიღები

ნაშრომები მიიღება 2024 წლის 5 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით;

ნაშრომები შეფასდება 7 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით;

ნაშრომების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 5 აპრილისა;

აპელაცია მიიღება 5 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით;

აპელაცია განიხილება და შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 17 აპრილისა;

გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან 27 აპრილს;

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +599 99 82 53 ან მოგვწერეთ მეილზე: projectdepartment@nationalpalace.ge

 

სხვა სიახლეები მეტის ნახვა