logo

მუსიკალური მიმართულების შემაჯამებელი კონცერტი

31 იანვარი, 2024

მუსიკალური მიმართულების შემაჯამებელი კონცერტი

30 იანვარს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire -ის დიდ დარბაზში, ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ,,დარიალი“; ,,საუნჯე“; ,,რტონი“; „ალიონი“; სტუდია ,,შვიდკაცა" შეასრულეს ქართული- ხალხური სიმღერები და მუსიკალური კომპოზიციები.

ვოკალურმა ჯგუფებმა და ანსამბლებმა: ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „მზიური“, მევიოლინეთა ანსამბლ „სი-მი", მაია ჯაბუას და ეკა კახიანის ვოკალური სტუდია, ვოკალური ჯგუფი მანანა ბალამწარაშვილის ხელმძღვანელობით, სოფო ტოროშელიძის სტუდია, ანსამბლი ,,ცეროდენები", ვოკალური ჯგუფი ნინო დოლიძის ხელმძღვანელობით, მარიამ ნაჭყებიას კლასიკური ვოკალის სტუდია.

აღსაზრდელებმა კონცერტზე შეასრულეს სასწავლო წლის მანძილზე შესწავლილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ახალი ნაწარმოებები, ცნობილი ჰიტები.

 

სხვა სიახლეები მეტის ნახვა