მუზეუმი ეროვნულ სასახლეში 2017 წელს გაიხსნა და დღეისთვის 11 სამუზეუმო სივრცეს მოიცავს, 8 საექსპოზიციო და 3 ისტორიული დარბაზით. მათ შორისაა:
- პირველი რესპუბლიკის დარბაზი, სადაც საქართველოს (1918 წლის 26 მაისი), აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობა (1918 წლის 28 მაისი) გამოცხადდა;
- სარკეებიანი დარბაზი;
- ცისფერი დარბაზი;
- თაბუკაშვილის სახელობის დარბაზი;
- მარმარილოს დარბაზი;
- ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი;
- ორი მცირე საგამოფენო დარბაზი;
- არქეოლოგია-ეთნოგრაფიის სივრცე;
- მინერალების კუთხე ;
- ოთახი საბჭოთა წლების ისტორიიდან.
სამუზეუმო სივრცეებში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები, ხელოვნების ნიმუშები, თანამედროვე მხატვრების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკებები, ანტიკვარული ავეჯი, სამკაული, ჭურჭელი, სიმბოლური დანიშნულების მქონე ნივთები, ასევე ქართველი მხატვრების და მოქანდაკეების ნამუშევრები, 250-მდე ფერწერული ტილო, 30-მდე ქანდაკება და 10-მდე პოლიმერიული თიხისგან დამზადებულ თოჯინა, რომლებიც ხელოვანებმა სასახლის მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცეს.
პროექტი ეროვნული სასახლისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით შემუშავდა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გახორციელდა.
ბილეთის ფასი:
საქართველოს მოქალაქე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის - 5 ლარი
18 წლიდან - 10 ლარი
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 20 ლარი
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, მუზეუმში შესვლა უფასოა:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და თანმხლები 1 პირისთვის
- სოციალურად დაუცველ პირთათვის;
- საბავშვო და სასკოლო ჯგუფის თანმხლები პედაგოგისთვის.