ეროვნული სასახლის უნიკალურ ფოლკლორულ არქივში პირველი ნაშრომი 1949 წლით არის დათარიღებული. არქივში დაცული ზეპირსიტყვიერების ტექსტებიდან საყურადღებოა აფხაზეთის და სამაჩაბლოს სოფლებიდან გამოგზავნილი ეპიტაფიები, ტოპონიმიკური თქმულებები, უტყუარი საბუთი ქართველთა უძველესი საცხოვრისისა; აქვე ინახება ხალხური სიტყვიერების შედევრების უცნობი ვარიანტები: „ამირანიანი“, „ეთერიანი“, „ვეფხვი და მოყმე“, „მზე შინა“ და სხვა.
ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაში მონაწილეობენ საჯარო, კერძო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების, სასახლეებისა და სხვა სკოლისგარეშე აღმზრდელობით - საგანმანათლებლო დაწესებულებათა VI-XII კლასის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები საქართველოს ყველა რეგიონიდან.
მონაწილეები დამსწრე კომისიის წინაშე წარადგენენ ხალხური სიტყვიერების , ხალხურ ზნე-ჩვეულებების, რიტუალების, ტოპონიმების და სხვა ეთნოგრაფიული რეალიების ნიმუშებს.