„თბილისური აისი“ ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც პირველად 1979 წელს ჩატარდა და 40 წლის განმავლობაში არაერთი ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლა.
ფესტივალი დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით: უშუალოდ საფესტივალო-საკონკურსო სეანსების გარდა, ახალგაზრდა კინომოყვარულებს სთავაზობს მასტერკლასებს ქართველ და უცხოელ კინოსპეციალისტებთან, ვორქშოფებს, ექსკურსიებს, შემეცნებით-გასართობ აქტივობებს.
ფესტივალზე მობილიზებულია "ორი ჟიური" - "ტრადიციული", ანუ პროფესიონალებისგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური - ქართველი და უცხოელი წევრებით, ასევე "ახალგაზრდული ჟიური", სადაც შედის ყველა მონაწილე ქვეყნიდან და სტუდიიდან თითო წარმომადგენელი. კლასიკური ნომინაციების გარდა ისინი დამოუკიდებლად ირჩევენ თავიანთ რჩეულს.
ფესტივალის ჯილდოები "კლასიკური" ნომინაციების გარდა, როგორიცაა: საუკეთესო მსახიობი ბიჭი/გოგო, რეჟისორი, ოპერატორი, საუნდტრეკის ავტორი და ა.შ., ასევე ცდილობს სხვადასხვა ორიგინალურ ნომინაციაში დააფასოს ახალგაზრდა კინომოყვარულთა ნიჭი და გამოყოს პრიზი შემდეგ ნომინაციებში: "საუკეთესო პროგრამა" (ქვეყანას), ჟიურის სპეციალური აღნიშვნა, „მაყურებლის რჩეული“ და სხვა.