logo
თბილისის, გოგი თოდაძის სახელობის, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი

საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის საერთაშორისო ფესტივალი პირველი საფესტივალო გამოშვება 2018 წლის 1-5 ნოემბერს ჩატარდა.

2022 წელს ფესტივალს გოგი თოდაძის სახელი მიენიჭა.

პროექტის მიზანია:

•  სათეატრო ხელოვნების (საშემსრულებლო ხელოვნება, დრამატურგია და ა.შ.), როგორც საგანმანათლებლო და სახელოვნებო ინსტრუმენტის განვითარების ხელშეწყობა;
•  ინტერდისციპლინური მიდგომების დანერგვა მოზარდი თაობის განვითარებისათვის;
•  ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობების, დრამატურგების, რეჟისორების, ბლოგერების წარმოჩენა;
•  საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივების, მათ შორის საუნივერსიტეტო, სტუდენტური თეატრების საერთაშორისო თანამშრომლობისა და შემდგომ განვითარების ხელშეწყობა.

2022 წლის, ფესტივალი ეროვნული სასახლისა და კავკასიის საერთაშორისო კულტურული პროგრამების ბიუროს მიერ, 1-6 ივნისს გაიმართება.

იგი წარმოაჩენს საბავშვო და ახალგაზრდულ თეატრალურ კოლექტივებს 5 ქვეყნიდან, გააცნობს აუდიტორიას თხრობის ახალ ხერხებს და ლექციების საშუალებით ქართველ ახალგაზრდებს გაუღრმავებს ცოდნას საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ.