logo
ანსამბლი „თამარიონი”

ანსამბლი „თამარიონი” ეროვნული სასახლის ქართული ცეკვის ანსამბლია. სწავლების პროცესში მოსწავლეები ეუფლებიან ქართული ხალხური ცეკვის ძირითად ელემენტებს, ივითარებენ საცეკვაო კულტურასა და სასცენო გამოცდილებას.

სწავლება იწყება მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც მოსწავლეები 3–4-წლიან პროგრამას გადიან. პროგრამის დასრულების შემდეგ, შერჩევის საფუძველზე, ისინი ანსამბლში გადადიან — მონაწილეობენ კონცერტებში, კონკურსებსა და საერთაშორისო ფესტივალებში.

მოსამზადებელი ჯგუფი

  • მიღება: 5-დან 15 წლამდე (წინასწარი შერჩევით, სმენის შემოწმებით)
  • მეცადინეობა: კვირაში 3-ჯერ, 1 საათი
  • საფასური: თვეში 80 ლარი

ანსამბლი

  • მიღება: 8-დან 18 წლამდე
  • მეცადინეობა: კვირაში 3-ჯერ, 1,5 საათი
  • საფასური: თვეში 80 ლარი

პედაგოგები ქორეოგრაფები — ზვიად ჯინჭარაძე და თინათინ კორძაია

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 1-1.5 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 5-18 წელი
სიხშირე კვირაში სამჯერ
ფასი 80 ლარი
რეგისტრაცია