logo
ანსამბლი „ლაშქარი”

ანსამბლი „ლაშქარი” ეროვნული სასახლის ქართული ცეკვის ანსამბლია. მოსწავლეები აქ ეუფლებიან ქართული ხალხური ცეკვის ძირითად ელემენტებს, ივითარებენ მოტორულ მეხსიერებას, მუსიკალურ რიტმსა და გუნდურ მუშაობას.

სწავლება იწყება მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც მოსწავლეები 3–4-წლიან პროგრამას გადიან. პროგრამის დასრულების შემდეგ, შერჩევის საფუძველზე, ისინი ანსამბლში გადადიან და მონაწილეობას იღებენ კონცერტებში, კონკურსებსა და ფესტივალებში.

მოსამზადებელი ჯგუფი

  • მიღება: 5-დან 15 წლამდე (წინასწარი შერჩევით, სმენის შემოწმებით)
  • მეცადინეობა: კვირაში 3-ჯერ, 1 საათი
  • საფასური: თვეში 80 ლარი

ანსამბლი

  • მიღება: 8-დან 18 წლამდე
  • მეცადინეობა: კვირაში 3-ჯერ, 1,5 საათი
  • საფასური: თვეში 80 ლარი

პედაგოგი ქორეოგრაფი — ეკატერინე ჯიქია

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 1-1.5 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 5-18 წელი
სიხშირე კვირაში სამჯერ
ფასი 80 ლარი
რეგისტრაცია