logo
ანსამბლი „ბასიანი”

ანსამბლი „ბასიანი” ეროვნული სასახლის ქართული ცეკვის ანსამბლია. სწავლების პროცესში მოსწავლეები ეუფლებიან ქართული ხალხური ცეკვის ძირითად ელემენტებს, ივითარებენ რიტმის შეგრძნებას, კოორდინაციასა და სასცენო კულტურას.

სწავლება იწყება მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც მოსწავლეები 3–4-წლიან პროგრამას გადიან. პროგრამის დასრულების შემდეგ, შერჩევის საფუძველზე, ისინი ანსამბლში გადადიან — მონაწილეობენ კონცერტებში, კონკურსებსა და საერთაშორისო ფესტივალებში.

მოსამზადებელი ჯგუფი

  • მიღება: 5-დან 15 წლამდე (წინასწარი შერჩევით, სმენის შემოწმებით)
  • მეცადინეობა: კვირაში 3-ჯერ, 1 საათი
  • საფასური: თვეში 80 ლარი

ანსამბლი

  • მიღება: 8-დან 18 წლამდე
  • მეცადინეობა: კვირაში 3-ჯერ, 1,5 საათი
  • საფასური: თვეში 80 ლარი

პედაგოგი ქორეოგრაფი — ირაკლი ცერცვაძე

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 1-1.5 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 5-18 წელი
სიხშირე კვირაში სამჯერ
ფასი 80 ლარი
რეგისტრაცია