ანსამბლი „ფერხული” ეროვნული სასახლის ქართული ცეკვის ანსამბლია. მოსწავლეები აქ ეუფლებიან ქართული ხალხური ცეკვის ძირითად ელემენტებს, ეცნობიან საცეკვაო კულტურას და ერთვებიან შემოქმედებით პროცესში.
სწავლება იწყება მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც მოსწავლეები 3–4-წლიან პროგრამას გადიან. პროგრამის დასრულების შემდეგ, შერჩევის საფუძველზე, ისინი ანსამბლში გადადიან და მონაწილეობას იღებენ კონცერტებში, კონკურსებსა და ფესტივალებში.
მოსამზადებელი ჯგუფი
ანსამბლი
პედაგოგი ქორეოგრაფი — ნინო ტურიაშვილი
კურსის დეტალები