logo
ანსამბლი „შევარდენი”

ანსამბლი „შევარდენი” ეროვნული სასახლის ქართული ცეკვის ანსამბლია. სწავლების პროცესში მოსწავლეები ეუფლებიან ქართული ხალხური ცეკვის ძირითად ელემენტებს, ივითარებენ საკუთარი სხეულის ფლობას, მუსიკალურ რიტმსა და გუნდურობის შეგრძნებას.

სწავლება იწყება მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც მოსწავლეები 3–4-წლიან პროგრამას გადიან. პროგრამის დასრულების შემდეგ, შერჩევის საფუძველზე, ისინი ანსამბლში გადადიან — მონაწილეობენ კონცერტებში, კონკურსებსა და საერთაშორისო ფესტივალებში.

მოსამზადებელი ჯგუფი

  • მიღება: 5-დან 15 წლამდე (წინასწარი შერჩევით, სმენის შემოწმებით)
  • მეცადინეობა: კვირაში 3-ჯერ, 1 საათი
  • საფასური: თვეში 80 ლარი

ანსამბლი

  • მიღება: 8-დან 18 წლამდე
  • მეცადინეობა: კვირაში 3-ჯერ, 1,5 საათი
  • საფასური: თვეში 80 ლარი

პედაგოგი ქორეოგრაფი — სიმონ ჩხაიძე

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 1-1.5 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 5-18 წელი
სიხშირე კვირაში სამჯერ
ფასი 80
რეგისტრაცია