logo
ანსამბლი „სიხარული”

ანსამბლი „სიხარული” ეროვნული სასახლის ქართული ცეკვის ერთ-ერთი ანსამბლია. მოსწავლეები აქ ეუფლებიან ქართული ხალხური ცეკვის ძირითად ელემენტებს, ივითარებენ მოტორულ მეხსიერებას, რიტმის შეგრძნებასა და სასცენო კულტურას.

სწავლება იწყება მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც მოსწავლეები 3–4-წლიან პროგრამას გადიან. პროგრამის დასრულების შემდეგ, შერჩევის საფუძველზე, ისინი ანსამბლში გადადიან და მონაწილეობას იღებენ კონკურსებში, კონცერტებსა და ფესტივალებში — საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

აქტივობები კონცერტები, ღონისძიებები, ფესტივალები, გასვლითი კონცერტები, მასტერკლასები.

რას ისწავლის მოსწავლე ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებას, კოორდინაციის დაცვას, ცეკვას ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად, ასევე იმპროვიზაციას მოსმენილი მუსიკის საფუძველზე. გაიცნობს და შეძლებს ნასწავლი ქართული ცეკვების დახასიათებას, დაეუფლება შესაბამის ტერმინოლოგიას.

დეტალები:

მოსამზადებელი ჯგუფი

  • მიღება: 5-დან 15 წლამდე (წინასწარი შერჩევით, სმენის შემოწმებით)
  • მეცადინეობა: კვირაში 3-ჯერ, 1 საათი
  • საფასური: თვეში 80 ლარი

ანსამბლი

  • მიღება: 8-დან 18 წლამდე
  • მეცადინეობა: კვირაში 3-ჯერ, 1,5 საათი
  • საფასური: თვეში 80 ლარი

პედაგოგები ქორეოგრაფები — თენგიზ სუხაშვილი და ირაკლი სუხაშვილი

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 1-1.5 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 5-18 წელი
სიხშირე კვირაში სამჯერ
ფასი 80 ლარი
რეგისტრაცია