ანსამბლი „იმედი” ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული მიმართულების ქართული ცეკვის ანსამბლია. აქ მოსწავლეები ეუფლებიან ქართული ხალხური ცეკვის ძირითად ელემენტებს, ივითარებენ მუსიკალურ რიტმს, კოორდინაციასა და სასცენო კულტურას.
სწავლება იწყება მოსამზადებელ ჯგუფში, სადაც მოსწავლეები 3–4-წლიან პროგრამას გადიან. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, შერჩევის საფუძველზე, ისინი გადადიან ანსამბლში — სადაც სრულფასოვან სასცენო ცხოვრებაში ერთვებიან: მონაწილეობენ კონკურსებში, კონცერტებსა და გასვლით ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ — საერთაშორისო ფესტივალებზე.
მოსამზადებელი ჯგუფი
ანსამბლი
პედაგოგები ქორეოგრაფი — ირაკლი კვარაცხელია კონსულტანტი — ომარ რეხვიაშვილი
კურსის დეტალები