logo
ანსამბლები

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „დარიალი”

ანსამბლის მიზანია ქართული ტრადიციული სიმღერების შესწავლა, მუსიკალური გემოვნების, ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება — და პროფესიონალ მომღერლად ჩამოყალიბება. ანსამბლის წევრები მონაწილეობენ კონცერტებში, ღონისძიებებში, ფესტივალებსა და კონკურსებში.

რეგისტრაციის პირობები

  • ასაკი: 10-დან 18 წლამდე
  • საფასური: უფასო
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1,5 საათი
  • პედაგოგი: გიორგი მკერვალიძე

ანსამბლ „დარიალის” მოსამზადებელი ჯგუფი

მოსამზადებელი ჯგუფის მიზანია სმენის, რიტმის, ბგერის ინტონაციის დახვეწა და სასცენო უნარ-ჩვევების ათვისება — ანსამბლ „დარიალში” (საკონცერტო ჯგუფში) გადასასვლელი მომღერლების მომზადება. ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ფესტივალებში, ღონისძიებებში, კონცერტებსა და კონკურსებში.

რეგისტრაციის პირობები

  • ასაკი: 4-დან 18 წლამდე
  • საფასური: თვეში 60 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1 საათი
  • პედაგოგი: მანანა ფერაძე

გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „კესანე”

ანსამბლის მიზანია ქართული ტრადიციული სიმღერების შესწავლა და გემოვნებიან მომღერლად ან მსმენელად ჩამოყალიბება. ანსამბლის წევრები მონაწილეობენ კონცერტებსა და ღონისძიებებში.

რეგისტრაციის პირობები

  • ასაკი: 9-დან 18 წლამდე
  • საფასური: უფასო
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1,5 საათი
  • პედაგოგი: ინგა ხაჩიძე

ანსამბლ „კესანეს” მოსამზადებელი ჯგუფი

მოსამზადებელი ჯგუფის მიზანია ანსამბლ „კესანეში” გადასასვლელი მომღერლების მომზადება: სმენის, რიტმის, ბგერის ინტონაციის, არტიკულაციისა და სუნთქვის დახვეწა. ჯგუფის წევრები მონაწილეობენ კონცერტებში, ფესტივალებსა და კონკურსებში.

რეგისტრაციის პირობები

  • ასაკი: 5-დან 15 წლის ჩათვლით
  • საფასური: თვეში 60 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1 საათი
  • პედაგოგი: ნანა ცხვარაძე

ხალხურ საკრავთა ანსამბლი „საუნჯე”

ანსამბლის მიზანია მოზარდებში მუსიკალური უნარების განვითარება, ქართული კულტურული ტრადიციების სიყვარულის გაღრმავება და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება. სწავლის პროცესში მოსწავლეები ეუფლებიან ინსტრუმენტზე დაკვრის ტექნიკას და ანსამბლში მუშაობის უნარს; ეჩვევიან პასუხისმგებლობასა და გუნდურობას, უვითარდებათ ესთეტიკური გემოვნება. ისინი მონაწილეობენ ღონისძიებებსა და კონცერტებში.

ანსამბლი „საუნჯე”

  • ასაკი: 7-დან 18 წლამდე
  • საფასური: უფასო
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე; პირველ დღეს 2 საათი, მეორე დღეს 1 საათი

მოსამზადებელი ჯგუფი

  • ასაკი: 7-დან 18 წლამდე
  • საფასური: თვეში 60 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1 საათი

პედაგოგი: ლევან ქორიძე


მევიოლინეთა ანსამბლი „სიმი”

ანსამბლის მიზანია, მოსწავლეებმა ვიოლინოზე ანსამბლური შესრულება შეისწავლონ და მაყურებელს საკონცერტო პროგრამა პროფესიონალურ დონეზე მიაწოდონ. ანსამბლის წევრები მონაწილეობენ ადგილობრივ და გასვლით კონცერტებში.

რეგისტრაციის პირობები

  • ასაკი: 8-დან 22 წლამდე
  • საფასური: უფასო
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1,5 საათი
  • პედაგოგი: ელენე ცარციძე

ხალხურ საკრავთა ანსამბლი „საუნჯე”

ანსამბლის მიზანია მოზარდებში მუსიკალური უნარების განვითარება, ქართული კულტურული ტრადიციების სიყვარულის გაღრმავება და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება. სწავლის პროცესში მოსწავლეები ეუფლებიან ინსტრუმენტზე დაკვრის ტექნიკას და ანსამბლში მუშაობის უნარს; ეჩვევიან პასუხისმგებლობასა და გუნდურობას, უვითარდებათ ესთეტიკური გემოვნება. ისინი მონაწილეობენ ღონისძიებებსა და კონცერტებში.

ანსამბლი „საუნჯე”

  • ასაკი: 7-დან 18 წლამდე
  • საფასური: უფასო
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე; პირველ დღეს 2 საათი, მეორე დღეს 1 საათი

მოსამზადებელი ჯგუფი

  • ასაკი: 7-დან 18 წლამდე
  • საფასური: თვეში 60 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1 საათი

პედაგოგი: ლევან ქორიძე

 

ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური”

ლეგენდარული „მზიურის” ტრადიციის გამგრძელებელი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი, სადაც მოსწავლეები სიმღერასა და ინსტრუმენტზე დაკვრას სასცენო გამოცდილებასთან ერთად ეუფლებიან.

რეგისტრაციის პირობები

  • საფასური: უფასო (შერჩევით)
  • ხელმძღვანელი: გურამ ჯაიანი

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 1-1.5
ხელმისაწვდომი დონეები 4-18 წელი
სიხშირე კვირაში ორჯერ
რეგისტრაცია