თბილისის ახალგაზრდული კლუბი უკვე რამდენიმე წელია აერთიანებს აქტიურ მოზარდებს. წელს კლუბი ორ ჯგუფად მუშაობს: ლიდერები გეგმავენ აქტივობებს ჯუნიორებისთვის, ხოლო ჯუნიორები მონაწილეობენ შეხვედრებში, ირჩევენ მათთვის საინტერესო თემებს და თავად ახორციელებენ პროექტებს. ამ პროცესში ისინი ავითარებენ კომუნიკაციის, დაგეგმვის, ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციის, დისკუსიისა და გუნდური მუშაობის უნარებს. ასევე სწავლობენ, როგორ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები სამუშაო პროცესში, როგორ მოიწვიონ სტუმრები და დაგეგმონ სხვადასხვა შეხვედრა თუ ვიზიტი.ახალგაზრდული კლუბი სივრცეა მოზარდებისთვის, სადაც ისინი ერთვებიან სოციალურ და შემეცნებით აქტივობებში, განიხილავენ მათთვის აქტუალურ თემებს, გეგმავენ და ახორციელებენ საკუთარ ინიციატივებს — და ივითარებენ ლიდერობის, გუნდური მუშაობისა და სამოქალაქო ჩართულობის უნარებს.
დეტალები
|
ხელმისაწვდომი დონეები |
12–17 წელი |
|
ფასი |
უფასო |
|
ხელმძღვანელი |
ქრისტინე ღონღაძე |