საბალეტო ჯგუფი „ანცები” ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული მიმართულების ბალეტის საკონცერტო ჯგუფია. მოსამზადებელ ჯგუფში მოსწავლეები ეუფლებიან დისციპლინურ წესებს, ეგზერსისის საფუძვლებს, მარშსა და პოლკას, ხელის პოზიციებსა და საწყისი ეტაპისთვის საჭირო ილეთებს.
საკონცერტო ჯგუფში („ანცები”) სწავლება მოიცავს ეგზერსისის გაღრმავებულ პროგრამას და საკონცერტო ნომრებისთვის რთული მოძრაობების დახვეწას — რათა სცენაზე მათი შესრულება უნაკლო იყოს. სწავლება ავითარებს პლასტიკას, კოორდინაციას, რიტმიკას, მოქნილობას, ბალანსსა და მოძრაობით სიზუსტეს.
აქტივობები კონცერტები, ღონისძიებები, ფესტივალები, გასვლითი კონცერტები, მასტერკლასები.
მოსალოდნელი შედეგები მოსწავლე ფუნდამენტურად ეუფლება კლასიკურ ანბანს; სცენაზე გამოსვლის პრაქტიკული გამოცდილება მას თავდაჯერებულობას მატებს. მოძრაობის მუსიკასთან შერწყმა და სხარტი აზროვნება ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას; მოსწავლე აკონტროლებს საკუთარ მოძრაობებს და აქვს თვითშეფასების უნარი.
მოსამზადებელი ჯგუფი
საკონცერტო ჯგუფი „ანცები”
პედაგოგი ქორეოგრაფი — ლია ომიაძე-ბახტაძე