logo
საჭადრაკო სკოლა

საჭადრაკო სკოლაში მოსწავლეები ეცნობიან ჭადრაკის სამყაროს საფუძვლებიდან პროფესიულ დონემდე: სწავლობენ ჭადრაკის წარმომავლობას, ნოტაციას, ფიგურების მოძრაობას, თამაშის ფაზებს (დებიუტი, მიტელშპილი, ენდშპილი), სტრატეგიულ პრინციპებსა და ტაქტიკურ კომბინაციებს. სწავლების პროცესი ავითარებს კრიტიკულ, ლოგიკურ, შემოქმედებით და დამოუკიდებელ აზროვნებას, თვითშეფასებისა და თვითრეგულაციის უნარს. ჯგუფები კომპლექტდება მოსწავლეთა დონის შესაბამისად.

აქტივობები ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობა, პრაქტიკული სამუშაო, პრობლემაზე დაფუძნებული, ინტერაქციული და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სწავლება, ლექცია.

მოსალოდნელი შედეგები მოსწავლემ იცის ფიგურების გადაადგილების წესები, ხსნის საჭადრაკო ამოცანებს, დამოუკიდებლად აფასებს პოზიციებს პარტიის სხვადასხვა ფაზაში, იყენებს სტრატეგიულ პრინციპებსა და ტაქტიკურ კომბინაციებს, შეუძლია პარტიის ანალიზი და ტურნირში მონაწილეობა; იცავს თამაშის კულტურას, წესრიგსა და სპორტულ ეთიკას.

 

სწავლების საფეხურები და პირობები:

დამწყებთა წრე

  • ასაკი: 5-იდან 17 წლამდე
  • საფასური: თვეში 80 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1 საათი

II-III წლიანები, თანრიგოსნები, დახელოვნებულები

  • ასაკი: 5-დან 17 წლამდე
  • საფასური: თვეში 80 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1 საათი

სპეციალური კურსი (გაძლიერებული სწავლების მსურველთათვის)

  • ასაკი: 5-დან 17 წლამდე
  • საფასური: თვეში 150 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 3 დღე, 1,5 საათი

მოყვარულთა წრე (ზრდასრულები)

  • ასაკი: 18 წლის ზემოთ
  • საფასური: თვეში 150 ლარი
  • მეცადინეობა: კვირაში 2 დღე, 1 საათი

წინასწარი გასაუბრება: კი (ყველა საფეხურზე)

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 1 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 5-იდან 17 წლამდე
პერიოდი კვირაში 2 დღე
ფასი 80 ლარი
რეგისტრაცია