logo
საინჟინრო გრაფიკა (ხაზვა)

სააბიტურიენტო კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ხაზვის გამოცდისთვის ემზადება. მოსწავლეები ეუფლებიან ნახაზის შექმნისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს: ნახაზის შედგენას სტანდარტული პირობითობების გამოყენებით, ნახაზის კითხვას, ბრტყელი და სივრცითი ფორმების გონებრივი ხატების შექმნასა და მათზე ოპერირებას. კურსის ფარგლებში ისინი პორტფოლიოსაც ამზადებენ.

კურსის მონაწილეები ერთვებიან „ნორჩ მხაზველთა” კონკურსსა და გამოფენებში.

აქტივობები ინდივიდუალური მუშაობა, პროექტი (ნახაზი), პრაქტიკული სამუშაო, ლექცია.

მოსალოდნელი შედეგები მოსწავლეს აქვს საგნობრივი ცოდნა და შესაბამისი უნარები; შეუძლია ნახაზის დახაზვა და წაკითხვა, გონებრივი ხატების შექმნა და მათზე ოპერირება. მზადაა გამოცდისა და გასაუბრებისთვის.

კურსის დეტალები

ხანგრძლივობა 2 საათი
ხელმისაწვდომი დონეები 16–17 წელი
პერიოდი კვირაში 2 დღე
ფასი 200 ლარი
რეგისტრაცია